სიახლე მგზავრებისთვის – რა ინფორმაციას ავრცელებს დედაქალაქის მერია

ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო მგზავრებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას აქვეყნებს:
„დედაქალაქში უკვე შემოსულია MAN-ის მარკის 100 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი. ამ ეტაპზე, ექსპლუატაციაშია 75 ერთეული, დანარჩენი 25 ავტობუსი კი მარშრუტებზე ეტაპობრივად გადანაწილდება.
დედაქალაქის მოსახლეობას 75 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი ხუთ მარშრუტზე: N302, N308, N309, N310 და N314 ემსახურება.
მუნიციპალიტეტის მიერ დამატებით შესყიდულია 100 ერთეული ავტობუსი. საერთო ჯამში, თბილისში 200 ერთეული, გაზზე მომუშავე 18-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – „რესპუბლიკურ“ და „დემოკრატიულ“ პარტიებს, „ქართული ოცნებაზე“ ერთნაირი პოზიცია აქვთ – ქართველი ხალხის მხარდაჭერა მკაფიოდ დაფიქსირდება 26 ოქტომბერს, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება