სიახლე ალდაგისგან ელექტრო ავტომობილების მომხმარებლებს

სადაზღვევო კომპანია ალდაგი ელექტრო ავტომობილების მომხმარებლებს სიახლით უბრუნდება. ალდაგის ახალი პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში ელექტრო ავტომობილების ჭკვიანი დამტენები დაიდგმება. ახალი წამოწყების ფარგლებში, პირველი ჭკვიანი დამტენი თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდა.