სიამოვნებით შევამცირებდი თავდაცვის ხარჯს, მაგრამ ჩინეთი და რუსეთი გყავს – ტრამპი

“სიამოვნებით შევამცირებდი თავდაცვის ხარჯს, მაგრამ ახლა – არა, რადგან ჩინეთი გყავს, გყავს, ბევრი პრობლემაა,” – ამის შესახებ -ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან განაცხადა.
მისივე შეფასებით, ბევრი ფული იხარჯება ბირთვულ იარაღზე, თუმცა, სხვა გზა არ არის.
“მე რაც ვთქვი არის ის, რომ ძალიან ბევრ ფულს ვხარჯავთ ბირთვულ რაკეტებზე, ბირთვულ იარაღზე. განადგურების დონე იმის მიღმაა, რისი წარმოდგენაც შეგიძლია. უბრალოდ ცუდია, რომ ყველას უწევს ამდენის ხარჯვა ისეთ რამეზე, რომლის გამოყენებაც, შესაძლოა, მსოფლიოს დასასრული იყოს,” – თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.