სვიმონ ჯანგულაშვილი: ეს არის ყველაზე საუკეთესო ხელისუფლება, რაც ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში ჰყოლია საქართველოს

ეს არის ყველაზე საუკეთესო ხელისუფლება, რაც ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში ჰყოლია საქართველოს, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ თავისუფლების მოედნიდან ჩართვისას საზოგადოება „ქართულის“ თანადამფუძნებელმა სვიმონ ჯანგულაშვილმა.

„ამ პოლიტიკურ ძალას მხარს უჭერს ქართველთა უმრავლესობა და მათ შორის მეც იმის გამო, რომ ისინი არიან ჰუმანისტები. რა თქმა უნდა, იდეალური ხელისუფლება არ არსებობს, მაგრამ ეს არის ყველაზე საუკეთესო ხელისუფლება, რაც ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში ჰყოლია საქართველოს. ისინი არიან საქართველოს ევროპული ინტეგრაციისათვის მშრომელები და იმავდროულად ჩვენი ეროვნული, ტრადიციული ღირებულებების დამცველები. მით უმეტეს, დღეს, როდესაც გარშემო ასეთი ომი და არეულობა არის, ეს ძალა აღმოჩნდა ერთადერთი, ვინც გადაბმული მშვიდობის მრავალწლიანი ეტაპი მოიტანა ჩვენს ცხოვრებაში.

მეორე მხარეს სამწუხაროდ, არიან მკვლელები, ხალხის მწამებლები, სადისტები, ადამიანები, ვინც ძალაუფლების გამო მზად არიან, ილია ჭავწავაძის ტერმინს თუ გამოვიყენებთ, ბეზღობა, ცილისწამება გაუწიონ საკუთარ სამშობლოს, მოიმხრონ უცხოეთიდან ძლიერნი, ვისაც შეუძლია ზემოქმედება ჩვენი ქვეყნის ბედზე. ოღონდ თვითონ დაიბრუნონ ძალაუფლება, ოღონდ ჩვენი ქვეყანა ისევ გახდეს მათი სახრავი, ამის გამო ისინი მზად არიან, ყველაფერზე წავიდნენ”, – განაცხადა სვიმონ ჯანგულაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილი – 2012 წლამდე საქართველოს არ ჰქონდა რეალური ევროპული პერსპექტივა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ კი საქართველოს მოუპოვა უვიზო მიმოსვლა, შეთანხმება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი!

ბიძინა ივანიშვილი – „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, საქართველოს წინსვლასა და განვითარებაზე განსაკუთრებით კარგად მეტყველებს ავტორიტეტული საერთაშორისო რეიტინგები და კვლევები

ბიძინა ივანიშვილი – ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ მშვიდობას დღეს, არამედ შვილების ნათელ მომავალს, რათა ვერავინ შეძლოს, რომ საქართველო საბრძოლო პოლიგონად და საკუთარი პოლიტიკური ვნებებისა და ინტერესების ასპარეზად აქციოს

ბიძინა ივანიშვილი – 2012 წელთან შედარებით, 4-ჯერ გაიზარდა განათლების სფეროს დაფინანსება, გაუმჯობესდა სასწავლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურა, აშენდა ახალი სკოლები, ბაღები და გაიზარდა ჩვენი ძვირფასი პედაგოგების ანაზღაურება