სვეტლანა ტიხანოვსკაია – ჩემი გული ქართველ ხალხთანაა, ისინი ევროკავშირში თავისუფალ, დემოკრატიულ და მშვიდ მომავალს იმსახურებენ

ჩემი გული ქართველ ხალხთანაა, მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია, – ასე ეხმაურება ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.
“ჩემი გული ქართველ ხალხთანაა. მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია. ქართველები, ისევე როგორც ბელარუსი, უკრაინელი, მოლდოველი და სომეხი ხალხი, ევროკავშირში თავისუფალ, დემოკრატიულ და მშვიდ მომავალს იმსახურებენ, ჩვენ ევროპელები ვართ”, – წერს ტიხანოვსკაია სოციალურ ქსელ X-ზე.