სვეტიცხოვლის სამხრეთ ნაწილში წყალი ჩავიდა

სვეტიცხოვლის სამხრეთ ნაწილში წყალი ჩავიდა – ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
“გვინდა, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ უხვი ნალექის შედეგად სვეტიცხოვლის სამხრეთ ნაწილში მოხდა წყლის მცირე ინფილტრაცია.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფები დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ ადგილზე მდგომარეობის შესაფასებლად.
ამ დროისთვის ტაძარს, ან ფრესკებს რაიმე სერიოზული საფრთხე არ ემუქრება. სააგენტო სპეციალისტებთან ერთად მუშაობს შემდგომ ჩასატარებელ ღონისძიებებზე, რათა ტაძარში წყლის განმეორებით ჩასვლა გამოირიცხოს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლევან გამრეკელი, პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად, 2020-2023 წლებში ფარულად დაეუფლნენ შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ 5 000 000 ლარის ღირებულების, სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს“ – პროკურატურა