სვეტიცხოველში ჯვართაღმართების დღესასწაულს აღნიშნავენ

სვეტიცხოველში ჯვართაღმართების დღესასწაულს აღნიშნავენ. დღესასწაულთან დაკავშირებით, წირვის შემდეგ მსვლელობით სამ ნაკურთხ ჯვარს სამ ეპარქიაში წააბრძანებენ.
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ჯვართაღმართების დღესასწაულზე, სვეტიცხოვლის ტაძარში წირვას აღავლენს წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია).
„ლიტურგიის შემდეგ სამ ახალ ჯვარს ნავებით, გადააბრძანებენ გეთსამანიის ბაღში აღმართულ „ქართლის მოქცევის“ სვეტთან. აქედან გზები სამად გაიყოფა. ჯვრებს მიაბრძანებენ მცხეთის ჯვრის, თხოთის მთისა და უჯარმის ტაძრებში. ამ ტაძრებში წინა წელს აღმართულ ჯვრებს კი მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ -ის კურთხევით, სამ ეპარქიაში წააბრძანებენ, მცველად და მფარველად ქართველი ერისა.
კერძოდ: მცხეთის ჯვრიდან – შიო მღვიმის მონასტერში;
თხოთის მთიდან – თრუსოს მთავარანგელოსთა ტაძარში;
უჯარმიდან – ალავერდის მონასტერში.
მიიღეთ მონაწილეობა ჯვართამაღლების დღესასწაულში“, – აცხადებენ საპატრიარქოში.
ჯვართაღმართება მირიან მეფის მიერ დაწესებული დღესასწაულია და იგი პატრიარქის კურთხევით 2007 წელს აღდგა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – უსუფაშვილს უთქვამს, სამაგიეროდ ივანიშვილის მოყვანით, წინა ხელისუფლება მოვიშორეთო – მომხრე ვარ დიდი გაერთიანების, მიუხედავად წარსული ცოდვებისა, მაგრამ გაერთიანებას შლის სწორედ ის ხალხი, ვინც დღემდე ტრაბახობს სააკაშვილის მოშორებით

ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებაზე ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის დოკუმენტი 100 ლარის სანაცვლოდ გასცა, ხოლო კიდევ ერთ პირს ბრალი მოსყიდვაში დახმარებისთვის წაუყენეს