სვანეთში ორი მოქალაქის ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

სვანეთში ორი მოქალაქის სამძებრო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ახალგაზრდების ძებნა-შველის ოპერაციაში განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების, თბილისის, იმერეთისა და მესტიის სამთო სამაშველო ძალები არიან ჩართულები.
უწყების ცნობით, ორი მოქალაქის დაკარგვის შესახებ 112-ში შეტყობინება 24 ივლისს შევიდა.
როგორც დაკარგული ახალგაზრდების ახლობელი, დათო ფარჯიანი სოციალურ ქსელში წერს, ბიჭები ტყეში 5 დღის წინ დაიკარგნენ, ორი დღის წინ კი, დაკავშირება მოახერხეს
“5 დღეა, დაიკარგნენ ტყეში ჩემი ახლობლები, ორი დღის წინ მოახერხეს დაკავშირება და და მესიჯის გამოგზავნა, რომ დაიკარგნენ ტყეში. გადადიოდნენ ლენტეხში ზემო სვანეთიდან. ანუ ბოლო კონტაქტიდან ორი დღეა გასული და არის იმედი, რომ ცოცხლები არიან და დახმარება სჭირდებათ” – წერს ფარჯიანი.
სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა “მეტეოროლოგიური პირობების გამო”, ვერ ხერხდებოდა.