სვანეთში, მდინარე ნაკრაში ავტომობილით გადავარდნილი მესამე მოზარდის ცხედარიც იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მაშველებმა ცხედარს მდინარე ენგურში მიაგნეს და ამ დრომდე ცხედრის ამოყვანას ცდილობენ.
ავტომობილით მესტიაში, სოფელ ნაკრისკენ მიმავალი სამი არასრულწლოვანი ხევში 3 მაისს გადავარდა და მდინარე ნაკრაში ჩავარდა.