სვანეთში, მდინარე ენგურის შენაკადები ნაკადულის კალმახის ქვირითით დათევზიანდა

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და სპეციალისტების ჩართულობით, „წითელი ნუსხის“ სახეობა ნაკადულის კალმახის განაყოფიერებული 200 000 ქვირითი სვანეთში, მდინარე ენგურის შენაკადებში განთავსდა.
განაყოფიერებული კალმახის ქვირითი (თვალის სტადიაზე) ველურ ბუნებაში ინკუბაციის ბოლო ფაზას გაივლის.
ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის გამრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს.
„წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლების პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ველური ბუნების ეროვნული სააგენტო 2016 წლიდან ახორციელებს.
ინფორმაციას ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა