სვანეთში დაკარგული 2 ახალგაზრდა ცოცხალი იპოვეს

სვანეთში დაკარგული 2 ახალგაზრდა ცოცხალი იპოვეს. ამის შესახებ ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
როგორც ტაბულას უწყებაში უთხრეს, ახალგაზრდები ოჯახის წევრებთან კონტაქტზე გავიდნენ და ესაუბრნენ.
სვანეთის ტყეში დაკარგულ 2 ახალგაზრდას მაშველები 3 დღის განმავლობაში ეძებდნენ. დღეს დილიდან სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო.
როგორც დაკარგული ახალგაზრდების ახლობელი, დათო ფარჯიანი სოციალურ ქსელში წერდა, ბიჭები ზემო სვანეთიდან ლენტეხში გადადიოდნენ და ტყეში დაიკარგნენ.