სვანეთში დაკარგული ორივე ახალგაზრდა ცოცხალია

გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი, რომლებიც 21 ივლისის შემდეგ დაკარგულებად მიიჩნეოდნენ, გამოჩნდნენ. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ერთ-ერთი დაკარგულის ბიძაშვილმა დაუდასტურა. მისი თქმით, დაკარგულები, სავარაუდოდ, თვითონ გამოვიდნენ ქვემო სვანეთის მიმართულებით და ჯანმრთელები არიან. ახლობლების ინფორმაციით, ისინი ამჟამად ლენტეხის სოფელ ლასკადურაში იმყოფებიან.
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგნიდან, სადაც ფარჯიანი და გვიჩიანი ბოლოს შენიშნეს, ქვემო სვანეთის სოფელ მწდიმდე (სადაც უნდა ჩასულიყვნენ) გასავლელი ჯამში 28 კილომეტრია. ამ გზის ნახევარი, დაახლოებით 14 კილომეტრი, ტყეა. სოფელ ლატალის მკვიდრები ზემო სვანეთიდან ლენტეხში ტყით, ფეხით მიდიოდნენ.
სვანეთში, კერძოდ, მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე, დაკარგულთა ძებნა ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. სამუშაოებში მონაწილეობდა ვერტმფრენიც.

ასევე დაგაინტერესებთ