სვანაძე: მოსალოდნელმა პრობლემებმა იჩინა თავი – მხოლოდ საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებულები

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, საფრანგეთთან 2:3 დამარცხების შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ისაუბრა:
“დრამატული თამაში იყო, განსაკუთრებით ბოლო წუთები. ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით, ჩემი გუნდით და ყველაფრით, რაც ჩვენს თავს ხდება ბოლო წლების განმავლობაში. ძალიან დასანანი მარცხი იყო, თუმცა რეალურად თავი იჩინა იმ პრობლემებმა, რაც თავიდანვე მოსალოდნელი იყო.
სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო, ბევრი ფეხბურთელი არ არის სათანადო კონდიციაში, თუმცა ისინი ძალიან ნიჭიერები და მამაცები არიან. წარმოუდგენლად ძლიერი ხასიათი აქვთ. მინდა გამოვყო საბა საზონოვის თავდადება და პატრიოტიზმი. ჩემზე კარგად არავინ იცის, თუ რა რთულია მისთვის ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ასეთ დონეზე შეუცვლელად თამაში.
საფრანგეთი ძალიან მაღალი დონის გუნდია და შეცდომები არ გვაპატიეს. მესამე გოლი ზუსტად იმ ზონიდან გავიდა, სადაც ბოლო წუთებზე ფეხბურთელი დავკარგეთ და სამწუხაროდ ცვლილების შესაძლებლობა აღარ გვქონდა. ასევე, კომპენსირებულ დროზე გაცილებით მეტი, 12-13 წუთი ვითამაშეთ. მარცხი სამწუხაროა, მაგრამ ბოლო ტურის წინ ჯგუფიდან გასვლის შანსი გვაქვს. მხოლოდ საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებულები. მთავარია, ძალები აღვიდგინოთ, რადგან ხასიათი და ბრძოლისუნარიანობა აუცილებლად გვექნება. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ არანაკლებად ძლიერ პორტუგალიას სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ”.
NAKREBI.GE
· დიპ სტეიტი დაჯექი ორიანი!
· Gogi კლასით წავაგეთ ეს თამაში, ბევრად კარგი და ძლიერი ფეხბურთელები ყავთ ფრანგებს. პლიუს ამას რაც არ უნდა მოგვწონდეს და გვიყვარდეს ჩვენები, არ დაგვავიწყდეს რომ არათუ გრანდი არ ვართ, სტაბილურად საშუალო ევროპული გუნდიც არ ვართ.
· roeni გუშინდელ მარცხში დამნაშავია,მხოლოდ და მხოლოდ მწვრთნელი,ბატონი სვანაძე,ვაღიაროთ,რომ ჩვენ ამჟამად ნორმალური მწვრთნელი არ გვყავს და ვაღიაროთ ისიც,რომ არასდროს არ გვყოლია,ცხონებული ახალკაცის გარდა.
· . ვის უნდა ეთამაშა?ჩემპიონატის წინ,სამი ცენტრალური მცველი დავკარგეთ!საზონოვი მზად არ არის,მაგრამ გამოცდილია და სხვა გზა რომ არ ჰქონდა,იმიტომ დააყენა,სვანაძემ.
· იყო შაშვი მგალობელი საზონოვი მეორე ტაიმში უნდა შემოსულიყო მის ზონაში სხვას ეთამაშა, როგორმე პირველ ტაიმში უნდა დაგვეღალა ფრანგები (პენალტსაც არ ავიკიდებდით) და მეორე ტაიმში საზონოვით და აბუაშვილით მოგვეგო…
· სიმართლე სიმართლე სიმართლე ლომინაძე და აბუაშვილი გადმოიყვანეთ ტორპედოოოოოო
· სიმართლე ტორპედო აბუაშვილი იყიდე ყველაფერი ქენი თუ გინდა ჩემპიონობა და წარმატებაა…მბამპეს ვათამაშებო და აბუაშვილი ვერ გიყიდიან..
· წყნარი არ დაუწყია ზეიმი სხვათაშორის, ნახეთ ვიდეო თავიდან
· ჟორა გაბრიჭიძე მართალი ხართ, შანსი კიდევაა. საერთოდ კი დაივიწყეთ ეს თამაში, არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა ფრეს ვითამაშებდით თუ წავაგებდით, რადგან გასვლა მაინც პორტუგალიასთან მოგებაზე იქნებოდა დამოკიდებული. ფრანგები პოლონელებს მოუგებენ და გავლენ. დარჩა პორტუგალია – საქართველოს ერთი საგზური. თუ ორივეს 4 ქულა გვექნებოდა მაინც მოგება არ გვინდოდა? ცუდია როცა ფრე გაწყობს, რადგან ფრეზე თამაშობ და როდიღაცას ერთ ჩხინკიან ბურთს შეგიგდებენ. წინ საქართველო.
· რაგბის ფანი 2-1 ანგარიშზე ზეიმი რომ დაიწყეთ და მწვრთნელის მოვალეობა დაგავიწყდათ, მანდ წააგეთ.
· არც ვაპროტესტებთ??? მესამე გოლი კაცნაკლული ზონიდან კი არა, ერთმეტრიანი თამაშგარიდან გაგვიტანეს!!!
· გელა დაცვა დაალაგე ვიტომ მაურინიო ყველა ქართველ მწვრთნელს ეგ გჭირთ გოლი გაგვაქვს ბიჭების ნიჭის ხარჯზე მაგრამ რისი ტრენერი ხარ თუ დაცვა ვერ დაალაგე
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! – გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან
აბუაშვილი: მზად ვართ – ვიცით მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები
სვანაძე: გვაქვს რეალური შანსი ქვეყნისთვის კიდევ ერთხელ გავაკეთოთ დიდი საქმე