სვანაძე: მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე გვქომაგობდა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ევროპის ჩემპიონატზე მხარდაჭერისთვის ყველას მადლობა გადაუხადა:
“ახალგაზრდული ნაკრების სახელით, გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც სლოვაკეთში ჩამოვიდა და ბოლომდე გვქომაგობდა; ყველა იმ ადამიანს, ვინც სახლიდან შორს წამოსულებს, საქართველოდან გვამხნევებდა და ბოლომდე სწამდა ჩვენი წარმატების.
მადლობა ჩვენი ეროვნული გუნდების ხელმძღვანელობას, ჩვენი გუნდის სამწვრთნელო შტაბს, პერსონალს და ყველა იმ ადამიანს, ვინც განვლილ შესარჩევში და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მხარში გვედგა.
ჩვენ ფეხბურთელებს კი განვლილი 2-წლიანი ციკლისთვის მხოლოდ მადლობა ეკუთვნით და თითოეულ მათგანს მინდა წარმატება ვუსურვო!”
NAKREBI.GE

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში