სვანაძე: გვაქვს რეალური შანსი ქვეყნისთვის კიდევ ერთხელ გავაკეთოთ დიდი საქმე

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო, მესამე ტურში საქართველოს ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავა. მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებზე ჩვენი გუნდის მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ უპასუხა:
„განწყობა ძალიან კარგია. სხვანაირად არც შეიძლება იყოს, რადგან ვიმყოფებით ევროპის ჩემპიონატზე. ვთამაშობთ ძალიან მაღალი დონის თამაშებს და ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის წინ გვაქვს რეალური შანსი, რომ კიდევ ერთხელ გავაკეთოთ დიდი საქმე ქვეყნისთვის და გავახაროთ ჩვენი გულშემატკივრები. მხოლოდ საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებულები.
ამ ნაკრებმა ბევრი რამ დაამტკიცა. მათ შორის ის, რომ ეს გუნდი უკვე შედგა. მიუხედავად იმისა, თუ რა ანგარიშით დასრულდება ხვალინდელი შეხვედრა. ისევე როგორც წინა თაობა იყო წარმატებული, ეს თაობაც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია ახალგაზრდული ნაკრების ისტორიაში. ხვალ, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ურთულეს მეტოქესთან დავაფიქსიროთ სასურველი შედეგი. მინდა ვნახო მოედანზე გუნდი, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში გვყავდა. ის ფილოსოფია და მენტალობა, რომელიც სულ გვქონდა.
წინა თამაშებმა ძალიან დიდი ენერგია წაიღო და დღესაც აღდგენის პროცესი მიმდინარეობს. გვყავს ფეხბურთელთა ჯგუფი, რომელიც ამ რიტმში თამაშს არ არის შეჩვეული. თუმცა, ხვალ ისეთი დღეა, რომ თითოეული ჩვენგანი საკუთარ თავს უნდა გადაახტეს და ვეცდებით, რომ ეს გავაკეთოთ“.
· სვანსკი სინდისი,რომ გქონდეს უნდა წახვიდე
· ჟორა აბა თქვენ იცით, თქვენი იმედი გვაქვს. სწორედ მაგიტომ გაგაგზავნეთ ევროპაზე რომ გაგვახაროთ.
· ჩემოდანი ჩაალაგეთ დამთავრებულია ბიძიკო თქვენი ამბავი
აბუაშვილი: მზად ვართ – ვიცით მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები