2025 წლის II კვარტალში I კვარტალთან შედარებით, ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი ვაჭრობის სექტორის გარდა, ყველგან გაუარესდა (მომსახურების, მშენებლობის და მრეწველობის სექტორები). ამის შესახებ საუბარია BAG ინდექსში, რომელიც ყოველკვარტალურად მზადდება.
რაც შეეხება 2024 წლის II კვარტალთან შედარებას, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი გაუარესდა მრეწველობის (14.4 ქულით) და მშენებლობის სექტორში (2.2 ქულით). ხოლო, გაუმჯობესდა ვაჭრობის (26.3 ქულით) და მომსახურების სექტორში (0.6 ქულით).
