საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბერში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ საშინაო მატჩს გამართავს. 4 სექტემბერს, ჩვენი გუნდი თურქეთს უმასპინძლებს, ხოლო 7 სექტემბერს ნაკრების მეტოქე ბულგარეთი იქნება. ორივე მატჩი დინამო არენაზე გაიმართება.
საქართველო – თურქეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 4 აგვისტოს, ხოლო საქართველო – ბულგარეთის თამაშის ბილეთების რეალიზაცია 7 აგვისტოს დაიწყება.
ორივე მატჩზე ხელმისაწვდომი იქნება ოთხი კატეგორიის ბილეთი და მათი ფასი 20, 40, 70 და 100 ლარია. თითოეულ თამაშზე ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ სამი ბილეთის შეძენა შეუძლია. ორივე მატჩის ბილეთების გაყიდვა 12:00 საათზე დაიწყება. ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში, biletebi.ge-ზე გაიყიდება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბილეთი სჭირდება ყველა ასაკის მაყურებელს და ბილეთების შეძენის დროს აუცილებელია პირადი მონაცემების მითითება. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სტუმარი გუნდის გულშემატკივრებისთვის გამოყოფილ პირველი იარუსის მე-9 და მე-10 სექტორზე არ დაიშვებიან ქართველი გულშემატკივრები.
წყარო: Nakrebi.ge
“ჯვაროსნების” აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
“საქართველოს ნაკრები რუსეთს ახლა ამიტომ მოუგებდა” – შელიამ ჩვენს ეროვნულ გუნდზე ისაუბრა
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
ეს ჩვენ არ შეგვშვენის… მავანს ნუ ვაჩვენებთ ჩვენი ძმობის სახეს, ნუ აძლიერებთ სტერეოტიპს, დაგმეთ არმენოფობიაც… – გამოხმაურება ინციდენტზე
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების “აჩქარებას” – ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს…
“ჯვაროსნების” აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! – ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
მეტოქეები ცნობილია – ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
