სექტემბრიდან ფასების 3-5%-ის ფარგლებში დაკორექტირება იგეგმება – „ზარაფხანას“ აღმასრულებელი დირექტორი

გლობალურად ოქროზე ფასის ზრდის ფონზე, ოქროს ნაკეთობების გაძვირება ადგილობრივ ბაზარზეცაა მოსალოდნელი.
როგორც საიუველირო სახლ „ზარაფხანაში“ BMG-ის განუცხადეს, ბოლო პერიოდში კომპანიას შესასყიდი ოქროს ფასი ერთ გრამზე თითქმის 60 ლარით გაეზარდა.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ამ დრომდე „ზარაფხანა“ პროდუქციაზე ფასების ზრდისგან თავს იკავებდა, თუმცა ხარჯების მნიშვნელოვნად ზრდის ფონზე, სექტემბრიდან ოქროს ნაკეთობებზე ფასების 3-5%-ის ფარგლებში დაკორექტირება იგეგმება.
ვრცლად bm.ge