სექტემბერში საარსებო შემწეობას მიმღებთა რაოდენობამ 709 000-ს გადააჭარბა (bm.ge)

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, სექტემბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 709 148-მდე გაიზარდა. აქედან 245 ათასზე მეტი პირი საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეა. აგვისტოსთან შედარებით სექტემბერში შემწეობის მიმღებთა რიცხვი დაახლოებით 400-ით გაიზარდა. ამ ადამიანებისთვის საარსებო შემწეობის გადახდაზე სექტემბერში ჯამში 71 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა.
საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის პირობების მიხედვით, თუკი არაფორმალურად დასაქმებული სოციალურად დაუცველი პირები ჩაერთვებიან დასაქმების პროგრამაში, მათ ოთხი წლის განმავლობაში გარანტირებულად შეუნარჩუნებენ საარსებო შემწეობას. კერძოდ, ფულადი დახმარების მიმღები ოჯახები/პირები, რომელთა ოჯახიდან მინიმუმ ერთი წევრი მაინც მონაწილეობს „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში“ და ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული ყველა წევრს (არასრულწლოვანი წევრის ჩათვლით) 4 წლის განმავლობაში უწყვეტად უნარჩუნდებათ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაცია და „საარსებო შემწეობის“ მიღების უფლება.
პროგრამის ამოქმედებიდან 2024 წლის ჩათვლით, ჯამში სახელმწიფოს 39 707 სოციალურად დაუცველი ჰყავს დასაქმებული, თითქმის 33 ათასმა სოციალურად დაუცველმა კი საკუთარი სამსახური ლეგალური გახადა.
bm.ge