სექტემბერში მსოფლიოში ნავთობისა და გაზის პლატფორმების რაოდენობამ ექვსთვიან მაქსიმუმს მიაღწია

სექტემბერში, მსოფლიოში ნავთობისა და გაზის აქტიური საბურღი პლატფორმების რაოდენობამ, მიაღწია უმაღლეს დონეს ბოლო ექვს თვეში – მონაცემებს ამერიკული ნავთობის მომსახურების კომპანია Baker Hughes-ი აქვეყნებს.
გასულ თვეში საშუალოდ 1751 დანადგარი მუშაობდა აგვისტოს 1735-თან შედარებით. ამავდროულად, აგვისტოს დონე 8-ჯერ დაბალია 2023 წლის იმავე თვის მაჩვენებელზე.
-ში საბურღი დანადგარების რაოდენობა სექტემბერში წინა თვესთან შედარებით 1-ით გაიზარდა – 587-მდე. კანადაში ეს მაჩვენებელი 1-ით შემცირდა და 217 შეადგინა.
ლათინურ ამერიკაში საბურღი პლატფორმების რაოდენობა ბოლო ერთი თვის განმავლობაში შემცირდა 3-ით (157-მდე), ახლო აღმოსავლეთში არ შეცვლილა (337). ამავდროულად, აფრიკაში მათი რიცხვი გაიზარდა ორით (106-მდე), ევროპაში – ექვსით (121-მდე), აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში – თერთმეტით (226-მდე).
Baker Hughes 1944 წლიდან აქვეყნებს მონაცემებს აქტიური საბურღი დანადგარების შესახებ. თავდაპირველად კომპანია აგროვებდა ინფორმაციას მხოლოდ -სა და კანადაში, ხოლო 1975 წლიდან – მთელ მსოფლიოში.
ნავთობისა და გაზის საბურღი დანადგარების საშუალო თვიური რაოდენობა მსოფლიოში 2023 წელს ზედიზედ მესამე წელია გაიზარდა. მაჩვენებელმა 2022 წლის 1747-დან 1814-მდე მოიმატა.
მოქმედი საბურღი დანადგარების რაოდენობაში ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა 1981 წელს – 5624. მინიმალური დაფიქსირდა 2020 წელს – 1352 დანადგარი.
interfax

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…