სექტემბერში გერმანიაში უმუშევართა რიცხვი მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა

სექტემბერში გერმანიაში უმუშევრობის დონემ 6% შეადგინა, იტყობინება გერმანიის დასაქმების ფედერალური სააგენტო. უმუშევრობა ამ დონეზე რჩება ანუ ყველაზე მაღალი 2021 წლის მაისის შემდეგ – ზედიზედ მეოთხე თვე.
ამ თვეში გერმანიაში უმუშევართა რაოდენობა 17 ათასით გაიზარდა. ანალიტიკოსებმა ამ მაჩვენებლის საშუალოდ 13,5 ათასით ზრდას იწინასწარმეტყველეს, იტყობინება Bloomberg. Trading Economics-ის რესპონდენტები 12 ათასით ზრდას და უმუშევრობას იმავე დონეზე ვარაუდობდნენ.
სექტემბერში ღია ვაკანსიების რაოდენობამ 696 ათასი შეადგინა, რაც აგვისტოს მაჩვენებელზე 3 ათასით ნაკლებია და გასული წლის ანალოგიურ თვეზე 65 ათასით ნაკლები.
interfax