სექსუალურ შევიწროებაში მხილებულ რუს მიტროპოლიტს მღვდელმსახურება შეუჩერდა

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ბუდაპეშტისა და უნგრეთის ეპარქიის მიტროპოლიტ ილარიონს (საერო სახელი – გრიგორი ალფეევი) მღვდელმსახურება შეუჩერეს.
ს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მიტროპოლიტი რამდენიმე კვირის წინ სექსუალურ შევიწროებაში ამხილეს.
თავდაპირველად, 11 მარტს უცხოელ აგენტად გამოცხადებულმა თეოლოგმა, ანდრეი კურაევმა გამოაქვეყნა შენიშვნა, რომელიც მიტროპოლიტ ილარიონს ეხებოდა. კურაევის თქმით, რუსეთის სინოდმა გასცა რეკომენდაცია, რომ ილარიონი უნგრეთიდან რუსეთში დაებრუნებინათ.
მიტროპოლიტ ილარიონს სექსუალურ შევიწროებაში ყოფილი სტიქაროსანი გეორგი სუძუკი ადანაშაულებს. ილარიონი კი ირწმუნება, რომ სუძუკის უკან დგას “ქალი, რომელიც თავს მის დედად ასაღებს” და რომელიც მის დაშანტაჟებას ცდილობდა, სთხოვდა შვილისთვის მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურებას. Новая газета ამ საკითხებზე ესაუბრა როგორც სუძუკის, ისე მიტროპოლიტ ილარიონსაც.