„სექსუალურ კავშირს ჩვენს თვალწინ ამყარებდნენ“ – ძალადობის მსხვერპლი ბიჭის შემზარავი ამბავი

ისტორია, რომელსაც ახლა წაიკითხავთ, ერთი შეხედვით დაუჯერებელია, თუმცა რეალობაა და მას თავად, ძალადობის მსხვერპლი ბიჭი ჰყვება, რომელიც მიუხედავად მძიმე ცხოვრებისა, ცდილობს სხვებს დაეხმაროს.
ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ბიჭი (სახელს შეგნებულად არ ვწერთ), რომელიც ბავშვთა სახლში გაიზარდა, არაერთხელ ყოფილა როგორც ფიზიკური ისე ფსიქოლოგიური და ძალადობის მსხვერპლი… ახლა ის 23 წლისაა
„ჩემი ძმა ორი წლის იყო, მე სამის, როცა მამამ დედა სახლიდან გააგდო. მაშინ დაიწყო ჩვენი კოშმარული ცხოვრება. მამამ ბავშვები სამათხოვროდ ქუჩაში გაგვიშვა.
სახლში მოიყვანა ძიძა, რომელთანაც აწყობდა ორგიებს და სექსუალურ კავშირს ჩვენს თვალწინ ამყარებდნენ.
ერთხელ როცა მამაჩემი სახლში არ იყო ამ ვითომ ძიძამ ჩემს ძმაზე სექსუალურად იძალადა…“- ამბობს ახალგაზრდა.
მამა და ძიძა ბავშვებზე ფიზიკურად ხშირად ძალადობდნენ. ალექსი და მისი ძმა ქუჩაში თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობდნენ და სწორედ ამის გამო სახლში, ყოფნას გარეთ ხეტიალი ერჩივნათ.
„დედაჩემის დედა პოლონელია. როცა ოჯახის ამბები გაიგო ჩვენს დასახმარებლად ჩამოვიდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ მამაჩემმა მე და ჩემი ძმა პოლონეთში ბებიასთან არ გაგვიშვა. ბებია სხვა რომ ვერაფერს გახდა, გადაწყვიტა წყნეთში ბავშვთა სახლში ჩავებარებინეთ. სწორედ ამ დროს გამოჩნდა დედაჩემი, რომელსაც მეორე ოჯახი ჰქონდა შექმნილი. ჩვენ გვყავს დედის მხრიდან კიდევ ერთი ძმა. დედას მეორე ქმარი გარდაეცვალა, თვითონ ციხეში აღმოჩნდა, სამივე ძმა ერთად ვიზრდებოდით ბავშვთა სახლში… წყნეთის შემდეგ იყო ქუთაისის თავშესაფარი, მერე საგურამო, მეტეხი და ბოლოს ბორჯომი, სადაც მინდობით აზღრდაში ერთ ძალიან კარგ ოჯახში მოვხდი.“- ამბობს ახალგაზრდა.
18 წლის რომ გახდა, ის ოჯახი დატოვა, სადაც მინდობით აღზრდაში იყო. კანონმდებლობით სრულწლოვანი ადამიანი ტოვებს მზრუნველობის დაწესებულებას. სწორედ მაშინ გამოჩნდა დედა, რომელმაც შვილთან ერთად ახალი ცხოვრების დაწყება გადაწყვიტა.
დილით, რომ გადიოდა სახლში გვიან ნასვამი ბრუნდებოდა. თავს იმით იმართლებდა, ასეთი სამსახური მაქვსო. ვცდილობდი, მასთან საერთო ენა გამომენახა და ბევრ რამეზე თვალს ვხუჭავდი. უსაქმურად, რომ არ ვყოფილიყავი ერთ-ერთ კაფეში მიმტანად დავიწყე მუშაობა. მქონდა ყოველდღიური ხელფასი და ე.წ „ჩაიც“ მრჩებოდა. უკმაყოფილო არ ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ სახლიდან სამსახურამდე საკმაოდ დიდი მანძილი მქონდა გასავლელი, მაინც მიხაროდა იქ მისვლა. გადავწყვიტე დედაც ჩემთან ერთად დამესაქმებინა. დავაწყებინე მუშაობა, მაგრამ არ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. ხშირად სვამდა ყავას და საქმე გასაკეთებელი რჩებოდა. როცა ამის შესახებ უფროსმა უსაყვედურა, მიზეზად ჩემთან კონფლიქტი დაასახელა. ამ საქციელმა ისე დამრთგუნა რომ სამსახურიდან წამოვედი. დედაჩემი ისევ ძველ სამსახურს დაუბრუნდა. ერთ დღეს გადავწყვიტე გამერკვია სად მუშაობდა და ჩუმად ავედევნე. იმ დღის შემდეგ, იმედი კიდევ ერთხელ გამიცრუვდა… იმ დღეს გავიგე, რომ დედა სხეულით ვაჭრობდა… დედას არ ირჩევენ, არც მამას, ეს შვილების არჩევანი არაა. ამ ამბავმაც დიდი ფსიქოლოგიური სტრესი მომაყენა. ყველაფერზე თვალები დავხუჭე. არაერთი მცდელობის მიუხედავად, მაინც არაფერი გამომივიდა, ის თავისას არ იშლიდა.
ისღა დამრჩენოდა რეალობას შევგუებოდი… დედაჩემისგან წამოსვლის მთავარი ფაქტორი კი ის გახდა, რომ ერთ დღეს სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა. დამირეკა და მითხრა თბილისში წამოვედიო. ბინაში, სადაც ვცხოვრობდით ქირის ფული გადასახდელი დატოვა. მეპატრონე მე მთხოვდა. ერთ ღამეს დან გამოვიპარე და თბილისში წამოვედი.
თბილისში ჩამოსული დავბრუნდი მამაჩემთან. თანაცხოვრების პერიოდში მივხდი, რომ ეს ადამიანი ისევ ისე აგრძელებდა ცხოვრებას. მერე ერთი გოგონა დამეხმარა, რომელმაც ლიმონათის ქარხანაში დამაწყებინა მუშაობა. იქიდან საპატრიარქოს „ახალგაზრდულ სახლში“ მოვხდი. ეს არის დაწესებულება, სადაც მზრუნველობის სისტემიდან გამოსულ 18 წლის მოზარდებს უტარებენ ტრენინგს. ასწავლიან სხვადასხვა ხელობას და ამზადებენ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. თითქმის ორი წელი იქ გავატარე. სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ სამსახური ვერსად ვიშოვე და იქიდანაც წამოვედი. ახლა, ისევ მამაჩემთან ვარ თბილისის ერთ-ერთ უბანში.
ამ ხნის განმავლობაში იყო პერიოდები, როცა პურის ფულიც არ მქონია. გადავწყვიტე გავაკეთო ორგანიზაცია, რითაც ზრუნვის სისტემაში მყოფ ბავშვებს დავეხმარები. ამ ბავშვების განადგურებული ცხოვრება უარესობისკენ რომ არ წავიდეს. მომავალში ვგეგმავ შემოვიარო საქართველოს მასშტაბით, ყველა დაწესებულება, მათ დავუმეგობრდეთ, მოვიპოვოთ ნდობა და დღეები გავულამაზოთ. ამ ყველაფერში ჩემი მეგობრების იმედი მაქვს. ახლა ვიწყებთ გეგმების დასახვას და მჯერა, რომ ამ იდეას განვახორციელებთ“,-ამბობს ახალგაზრდა.

ასევე დაგაინტერესებთ