27 წლის არგენტინელი ფეხბურთელი ნიკო გონსალესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “იუვენტუსიდან” იჯარით “ატლეტიკოში” გადავიდა. იქამდე კი ის თავის ყოფილ მეგობარ გოგონა 25 წლის პალომა სილბერგს სკანდალურად დაშორდა.
გოგონამ América TV-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ყოველივეს ფარდა ახადა და თქვა, რომ ფეხბურთელმა ერთ-ერთ არგენტინელ გოგონასთან უღალატა. ირკვევა, რომ სილბერგს გონსალესის სახლში დაყენებულ კამერებზე წვდომა ჰქონდა, რაც გამოცდილმა ნახევარმცველმა არ იცოდა.
“იტალიაში ჩვენს სახლში ვიდეოკამერები გვქონდა და მას ეგონა, რომ მათზე წვდომა აღარ მქონდა, რადგან პაროლები შეცვალა, მაგრამ მე წვდომა მაინც მქონდა.
ბუენოს-აირესში ჩავედი. მითხრა, რომ აეროპორტში კაცი იქნებოდა, რომელიც ჩემოდნების ჩალაგებაში დამეხმარებოდა. არავინ იყო, ამიტომ მივწერე – არ მიპასუხა. დავურეკე, მაგრამ არ მიპასუხა. სხვა გოგოსთან ერთად იყო.
სექსის დროს არ მინახავს. მადლობა ღმერთს, საძინებლებში კამერები არ არის, მაგრამ მისაღებ ოთახში და აუზში ვნახე. ქალი არგენტინელი იყო. არ ვიცი ვინ არის, მაგრამ კამერებს მიკროფონები აქვს. მტკივნეულია, მაგრამ კარგი იყო ყველაფრის დანახვა, ეს თავი სამუდამოდ დავხურე.
არაფრის ახსნის საშუალება არ მივეცი. ის ყველგან დავბლოკე”, – ჰყვება გოგონა.
მოულოდნელი ამბავი – ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
“ლაიფციგი” ამ ზაფხულს შესაძლოა, კიდევ ერთმა ფორვარდმა დატოვოს
პირადი კონტრაქტი შეთანხმებულია – სანჩო სერია A-ში გადასვლასთან ახლოსაა
უარი კლუბისგან და ფეხბურთელისგან – ლოკატელი “იუვენტუსში” რჩება
ვეა “იუვენტუსიდან” “მარსელში” გადავა
“ეს ზედმეტად ამპარტავნულად და უპატივცემულოდ მეჩვენა” – რაბიოს დედამ ახსნა, რატომ არ გადავიდა მისი შვილი “მანჩესტერ იუნაიტედში”
პსჟ-ის მცველი შესაძლოა, “იუვენტუსში” გადაბარგდეს
“ვალენსია” “ბარსელონას” ახალგაზრდა ნახევარმცველით გაძლიერდება
