სეფაშვილი: პრეზიდენტი გამჭვირვალობის კანონს ვეტოს დაადებს, რადგან ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის ავანგარდშია და ამიტომ, მისგან ამას მოველით, თუმცა…

პრეზიდენტი გამჭვირვალობის კანონს ვეტოს დაადებს, რადგან ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის ავანგარდშია და ამიტომ, მისგან ამას მოველით, თუმცა, ვეტო დაიძლევა
„უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღების შემდეგ, „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანს ეკა სეფაშვილს პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს ამოქმედების მოლოდინი აქვს. ამის მიზეზად სეფაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას იმ გარემოებას ასახელებს, რომ დიდი ხანია რადიკალების ავანგარდში ჩადგა.
მიუხედავად ამისა, „ხალხის ძალის“ წევრი დარწმუნებულია, რომ პარლამენტი ჯერ კანონს გაწერილ ვადებში მიიღებს, ხოლო შემდეგ, ვეტოსაც წარმატებით დაძლევს.
„მესამე მოსმენისთვის ჩვენ ვითხოვთ ოპოზიციისგან რაიმე არგუმენტები წარმოადგინოს, თუმცა არ გვაქვს მოლოდინი, რომ რადიკალები ამას გააკეთებენ. არავითარი ცვლილება არ იგეგმება.
კანონი მიიღება გაწერილი პროცედურის მიხედვით. რა თქმა უნდა, პრეზიდენტი გამჭვირვალობის კანონს ვეტოს დაადებს, რადგან პრეზიდენტი რადიკალური ოპოზიციის ავანგარდშია და ამიტომ, მისგან ამას მოველით, თუმცა, ვეტო დაიძლევა,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III ილია მეორის გარდაცვალების გამო მეუფე შიოს სამძიმრის წერილს უგზავნის – რეგიონში საომარი მდგომარეობის გამო პირადად დასწრებას ვერ ვახერხებთ, რის გამოც ვაგზავნით ჩვენს წარმომადგენელს

რუსუდან ფეტვიაშვილი – პატრიარქისთვის გაერთიანებული საქართველო იყო უპირველესი, სულ ამბობდა: ერთიანობა, კონსენსუსი, ურთიერთგაგება – მან ერთხელ თქვა: როცა გაგიჭირდებათ და აღარ ვიქნები, შეგიძლიათ მომმართოთ, როგორც ცოცხალს და თხოვნას შევასრულებ