“რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს სრული უფლება თავად გადაწყვიტოს ვის დაასანქცირებს და ვის არა, თუმცა, ამისათვის უნდა ჰქონდეს რეალური დასაბუთება და რეალური არგუმენტები. რეალური არგუმენტები მათ [აშშ-ს] ხელთ არ გააჩნიათ, ვერანაირად ვერცერთი საბუთით ვერ დაამტკიცებენ, რომ ეს კანონი [რუსული კანონი] რამენაირად ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს. ესე ჰაერზე თქმა, რა თქმა უნდა, ყველაფრის შეუძლიათ. ჩვენ ვიხილეთ ზუსტად მსგავსი მოსამართლეების დასანქცირება, როდესაც მათ არანაირი არგუმენტი არ გააჩნდათ.
თუ ვინმეს შეუზღუდავენ ამერიკაში წასვლას, არ მგონია ეს რამენაირად ტრაგედია იყოს რომელიმე მხარისათვის. თუ გაინტერესებთ, ნამყოფი ვარ ამერიკაში, მას შემდეგ 10 წელზე მეტია გასული, უბრალოდ არ დამჭირვებია და აღარ ვყოფილვარ – რა ტრაგედია ეს არის?!” – განაცხადა “ხალხის ძალის” დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა რუსული კანონის გამო აშშ-სგან შესაძლო სანქციების შემოღების შესახებ.
ცნობისათვის, 8 აპრილს აშშ-ს საგარეო უწყების, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა პრესბრიფინგზე კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება “ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის მიღების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.