სეული ადასტურებს, რომ უკრაინამ ორი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაატყვევა

სამხრეთ კორეის ეროვნული სადაზვერვო სამსახური ადასტურებს უკრაინის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსეთის კურსკის ოლქში ორი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაატყვევეს და დაკითხეს. ინფორმაციას გამოცემა Barron's -ი ავრცელებს.
„დადასტურდა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა 9 იანვარს, კურსკის ბრძოლის ველზე, ორი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაატყვევეს“, – აღნიშნულია სამხრეთ კორეის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ერთ-ერთმა დატყვევებულმა ჯარისკაცმა დაკითხვისას განაცხადა, რომ თავდაპირველად ეგონა, რუსეთში წვრთნებისთვის გზავნიდნენ.
ჯარისკაცის თქმით, ჩრდილოეთ კორეულმა ძალებმა ბრძოლის დროს მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს.
სეულის სადაზვერვო სააგენტოს ცნობით, ერთ-ერთი ჯარისკაცის განცხადებით, დატყვევებამდე, 4-5 დღის განმავლობაში საკვებისა და წყლის გარეშე იყო.
შეგახსენებთ, უკრაინის დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლქში ორი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაატყვევეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ფარჯიანი: ერთი დიდი პრობლემა, რაც საერთაშორისო პოლიტიკაში არსებობდა და შეიძლება კიდევ დიდხანს იარსებოს, ესაა დასავლური სახელმწიფოების მიერ რუსეთის აბსოლუტური არცოდნა ან უბრალოდ მიამიტობა რუსეთის მიმართ