სეს-ი „ბაკურიანი ციდას“ დამფასოებელ საწარმოში არაგეგმურ ინსპექტირებას ატარებს
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო შეტყობინება ბავშვის სავარაუდო წყლით – „ბაკურიანი ციდა“, ინტოქსიკაციის შესახებ, – ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს.
„ინფორმაციის მიღებისთანავე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო მოკვლევა. სააგენტოს ინსპექტორები წყლის დამფასოებელ საწარმოში ახორციელებენ არაგეგმურ ინსპექტირებას, რომელიც მოიცავს სრულ ტექნოლოგიურ ციკლს. ამავდროულად სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში აღებულია წყლის სინჯები, რომლის ლაბორატორიული კვლევის შედეგებიც მყისიერად გასაჯაროვდება“, – წერია განცხადებაში.