სერ ალექს ფერგიუსონი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ელჩის თანამდებობას სეზონის ბოლოს დატოვებს

ინგლისური საფეხბურთო კლუბის, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალი სპორტული ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, სეზონის დასრულების შემდეგ სერ ალექს ფერგიუსონი ელჩის თანამდებობას დატოვებს.
ლეგენდარულმა შოტლანდიელმა სპეციალისტმა ინგლისური კლუბის ელჩის პოსტი 2013 წელს მიიღო. სწორედ ამ წელს დასრულდა „მანჩესტერ იუნაიტედში“ მისი 26-წლიანი სამწვრთნელო საქმიანობა.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ 25-პროცენტიანი წილს მფლობელი რამდენიმე თვის წინ კომპანია „ინეოსი“ გახდა, რომელიც ასევე პასუხისმგებელია კლუბის სპორტულ მხარეზეც. კომპანიის მფლობელი, სერ ჯიმ რეტკლიფი ხარჯების შემცირების მომხრეა. სწორედ ამიტომ „იუნაიტედი“ უკვე დატოვა 250-მა თანამშრომელმა.
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, 83 წლის ფერგიუსონი კვლავ დაესწრება „მანჩესტერ იუნაიტედის“ მატჩებს და საპატიო დირექტორის თანამდებობაც ექნება.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ