სერხიო რამოსი შესაძლოა, “ბოკა ხუნიორსში” გადავიდეს

ვეტერანი ცენტრალური მცველი სერხიო რამოსი შესაძლოა “ბოკა ხუნიორსში” გადავიდეს, ამის შესახებ ინფორმაციას Relevo ავრცელებს.
წყაროს ცნობით, 38 წლის ფეხბურთელი ბუენოს აირესში იმყოფება, სადაც კლუბის პრეზიდენტს ხუან რიკელმესა და გუნდის მთავარ მწვრთნელს ფერნანდო გაგოს ხვდება, რომელთან ერთადაც სერხიო მადრიდის “რეალში” თამაშობდა.
გამოცემის ინფორმაციით, “ბოკა” მზადაა რამოსს წელიწადში 5 მილიონი ევრო შესთავაზოს, ბოლოს ესპანელი ფეხბურთელი “სევილიას” ღირსებას იცავდა, სადაც წელიწადში 11 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა.