“სერიოზული ეჭვი მაქვს, რომ კობახიძესთან პირდაპირ ხაზზე არიან რუსები” – სამადაშვილი

“სერიოზული ეჭვი მაქვს, რომ სთან პირდაპირ ხაზზე არიან რუსები” – სამადაშვილი
“ლელოს” წევრი ირაკლი კობახიძის ირანში ვიზიტს ეხმაურება და ამბობს:
სერიოზული ეჭვი მაქვს, რომ კობახიძესთან პირდაპირ ხაზზე არიან რუსები. მსგავსი ღონისძიებები არის ალბათ კარგი შესაძლებლობა, რომ მაღალ დონეზე შევხდნენ კობახიძეს და დაარიგონ შემდეგი ნაბიჯები რა არის საქართველოს სუვერენიტეტის გასაუქმებლად და სთვის გადასაბარებლად. მე არ მგონია მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს ეკონტაქტება რუსეთი, ვფიქრობ,რ ომ კობახიძესთანაც პირდაპირ ხაზზეა და ამიტომ ვფიქრობ, რომ კობახიძე შანსს არ უშვებს ხელიდან იყოს იქ, სადაც შეიძლება შეხვდეს რუსეთის მაღალი ეშელონების წარმომადგენლებს, რომლებიც ალბათ პირადად ინსტრუქტაჟს უტარებენ მას რა უნდა გააკეთოს. თეირანი ასეთი შესაძლებლობა იქნებოდა კობახიძისთვის, – ამბობს სამადაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ