“სერვანტესის ძეგლთან, პატარა ბინაში, ტუალეტში ვარ ჩაკეტილი და ამ სტატუსს ვწერ” – ლორთქიფანიძე

ფეხბურთის სტაჟიან გულშემატკივრებს, ალბათ, გახსოვთ “მასტერქარდის” რეკლამა, რომელიც “ჩემპიონთა ლიგის” მატჩის დაწყებამდე და შესვენებებს შორის გადიოდა. ვიდეოში ბავშვს აჩვენებდნენ, რომელიც “ჩემპიონთა ლიგის” მატჩზე დასასწრებად ემზადება. რამდენიმეწუთიან რგოლში ჩემნაირი პატარა გულშემატკივრისთვის საოცნებო პროდუქციის ფასები გახლდათ ჩამოთვლილი: “მატჩის ბილეთი – 50 ევრო, მაისური – 60 ევრო, ბუცები – 80 ევრო ….” ვრცელი სია კი სრულდებოდა გამხმოვანებლის მთავარი მოწოდებით: “ყველაფერს ფულით ვერ იყიდით, სხვა დანარაჩენისათვის “ევროქარდ მასტერქარდი” არსებობს!!!”. ადრეულ 2000-იან წლებში ვუყურებდი ამ რგოლს, შევნატროდი იმ ბავშვს და ბოლომდე არ მჯეროდა, რომ ოდესმე მთავარი ლიგის მატჩს ჩემი თვალით ვნახავდი და სტადიოზე ჩემი ყურით გავიგონებდი ცნობილი ჰიმნის “ჩვენ ჩემპიონები ვართ” ჰანგებს. მხოლოდ ალჩო (ასე ეძახის მამაჩემს თავისი შვილიშვილი) მამხნევებდა და მეუბნებოდა: “წახვალ მამა, წახვალ… ყველაფერს ნახავ”. ახლა სერვანტესის ძეგლთან ახლოს, პატარა ბინაში, ტუალეტში ვარ ჩაკეტილი და ამ სტატუსს ვწერ… გვერდითა ოთახიდან ჩემი ბავშვობის მეგობარი მიყვირის და მეუბნება, რომ რეალი-ნაპოლის მატჩზე 3 საათით ადრე უნდა მივიდეთ და გვაგვიანდება. მისი გულუხვობის, მოწადინებისა და გაჯიუტების წყალობით ვარ აქ მგონი, სულ მალე პატარა ოცნებას ავიხდენ… ღმერთმა დალოცოს ს მარჯვენა და დათო ვეფხვაძის შეკიკინების უნარი. გავიქეცი სანამ მომკლა))) P.S. რეკლამაში ტყუილი იყო ნათქვამი, რაის “ევროქარდ მასთერქარდი”, მე “ამერიკან ექსპრესის” ულევი ძალა დამეხმარა …

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას