სერგო ჩიხლაძე – სანქცირებული ხელისუფლება ნიშნავს მეტ იზოლაციას, მეტ მოშიმშილე ბავშვს და მეტ გაღარიბებულ ოჯახს საქართველოში

„ქართული ოცნება“ ვერაფერს ვეღარ გადახედავს იმიტომ, რომ ხელისუფლებაში იქნება ზუსტად ერთი თვე. 26 ოქტომბრის შემდეგ ის ხელისუფლებაში არ იქნება, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ის მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომელიც პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, ს შეხვედრის დეტალებს შეეხებოდა.
როგორც სერგო ჩიხლაძემ აღნიშნა, მთავარი სანქცია „ქართულ ოცნებას“ 26 ოქტომბერს, ქართველი ხალხის მიერ დაედება.
„შეერთებული შტატების დახმარების ხელი გამოწვდილია, ესაა ეკონომიკური დახმარება, ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციაში დახმარება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შემოთავაზება და ესაა უვიზო რეჟიმის შემოთავაზება. ეს არის ამერიკელი ხალხის დახმარება ქართველი ხალხისადმი. ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ამას ეღობება წინ. ქართული ოჯახების სიღარიბეს იწვევს ივანიშვილი და „ქართული ოცნება“. ჩვენ, ქართველი და ამერიკელი ხალხი 27 ოქტომბრიდან გავაგრძელებთ და კიდევ უფრო გავაღრმავებთ ჩვენს ურთიერთობებს. ს ვურჩევ, ნახოს თუნდაც აქციების კადრები, იქ ძალიან კარგად ჩანს რატომ დასანქცირდა, მაგალითად, „ხარება“. ნახოს ეს კადრები. 16-17-18 წლის ბიჭებსა და გოგონებს რომ ურტყამენ, ამას რა განმარტება სჭირდება?! მოძალადეები, ადამიანის უფლებების დამრღვევები, საქართველოს ოჯახების გამაღარიბებლები, საქართველოდან საქართველოს მოქალაქეების გაქცევის ხელშემწყობები, რა თქმა უნდა, იმსახურებენ სანქციებს. მაგრამ ეს სანქციები, ქართველი ხალხის მიერ, 26 ოქტომბერს, პირდაპირი მნიშვნელობით დაედებათ „ქართულ ოცნებასა“ და მის მაღალჩინოსნებს.
„ქართული ოცნება“ ვერაფერს ვეღარ გადახედავს იმიტომ, რომ ხელისუფლებაში იქნება ზუსტად ერთი თვე. 26 ოქტომბრის შემდეგ ის ხელისუფლებაში არ იქნება. ის საბედნიეროდ, ვერაფერს ვეღარ გადახედავს. როცა ქვეყანას ჰყავს სანქცირებული ხელისუფლების წევრები, ეს ნიშნავს მეტ იზოლაციას, მეტ გაღარიბებულ ოჯახებს, მეტ მოშიმშილე ბავშვს და მეტ ქართველს საქართველოდან გაქცეულს. ეს არის „ქართული ოცნების“ 12-წლიანი მოღვაწეობის შედეგი. რაც შეეხება შიშს, პირველ რიგში, „ქართულ ოცნებასა“ და ივანიშვილს ეშინია ქართველი ხალხის იმიტომ, რომ მათი მხარდაჭერა 25-27%-ს არ სცილდება. ამიტომ მთავარი სანქცია „ქართულ ოცნებას“ დაედება 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის მიერ“,- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა შეშფოთება გამოთქვა -ის სახელმწიფო დეპარტამენტის იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პოლიციელების მიმართ სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. ამასთან, პრესსამსახურის თანახმად, აღინიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს.

ასევე დაგაინტერესებთ