სერგო ჩიხლაძე პრემიერის ბერლინში ვიზიტზე – კობახიძემ იცის, რომ ცალკე მას არავინ ეპატიჟება, რომ ჩავიდეს არავინ ხვდება და ახლა უნდა, ამ დიდ ფორუმში მონაწილეობით როგორღაც დადგეს ევროპელი ლიდერების გვერდით

ეს არის „ქართული ოცნების“ ხრიკი – ირაკლი მ იცის, რომ ცალკე მას არავინ ეპატიჟება – რომ ჩავიდეს [დასავლეთში] არავინ ხვდება. ახლა უნდა, რომ ამ დიდ ფორუმში მონაწილეობით როგორღაც დადგეს ევროპელი ლიდერების გვერდით, – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობას გამოეხმაურა.
ჩიხლაძის თქმით, ეს არის მცდელობა, რომ კობახიძემ შემდგომში „პროპაგანდით გაყიდოს ის, თითქოს ისევ ჩადის დასავლეთში“.
„ეს არის „ქართული ოცნების“ ხრიკი და ამჯერად, [ირაკლი] კობახიძის. მან იცის, რომ ცალკე მას არავინ ეპატიჟება; რომ ჩავიდეს არავინ ხვდება და ახლა უნდა, რომ ამ დიდ ფორუმში მონაწილეობით როგორღაც დადგეს ევროპელი ლიდერების გვერდით. დიდ ფორუმში მას კარებს ასე არავინ მოუკეტავს. ინდივიდუალურად კი, არავინ ხვდება. ეს არის მორიგი მცდელობა, რომ შემდგომ პროპაგანდით გაყიდოს, თითქოს „ქართული ოცნება“ ისევ ჩადის დასავლეთში და სურათებში დასავლელ ლიდერებთან ერთად ხვდება. მოლოდინი იმის, რომ ს მხარს დაუჭერს და რომ რუსულ აგრესიას დაგმობს, ნამდვილად არ მაქვს. მითუმეტეს, რომ ადამიანი საკუთარ ქვეყანაში ოკუპაციის ზოლთან არ ყოფილა და არ დაუგმია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ს მხრიდან“,- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
გარდა ამ თემისა, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გამოეხმაურა ევროპარლამენტში გამართულ არჩევნებს და აღნიშნა, რომ შედეგებით ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არ შეიცვლება.
„ცვლილებები არ განხორციელებულა ევროკავშირში. დიდი სურათი იგივე რჩება. უფრო მეტიც, ევროპის სახალხო პარტიამ და სხვებმა მეტი ხმებიც აიღეს. ამიტომ, „ქართული ოცნების“ და პუტინისტების იმედი, რომ ულტრა რადიკალური ჯგუფები აქ მეტ ხმას აიღებენ და საგარეო პოლიტიკა შეიცვლებოდა, არ გამართლდა. საგარეო პოლიტიკა დარჩება იგივე უკრაინასთან და საქართველოსთან მიმართებით. მეტიც, ევროკომისრები და ხელმძღვანელი რგოლიც იგივე ჯგუფებიდან დაკომპლექტდება. ხოლო „ქართული ოცნების“ ე.წ. მოკავშირეებმა, ს რადიკალურმა ჯგუფებმა თუ [ვიქტორ] ორბანის ჯგუფმა, რეკორდულად დაბალი მხარდაჭერა აჩვენეს“,- აღნიშნა ჩიხლაძემ.