სერგო ჩიხლაძე მდინარაძეს – რატომ ცრუობთ, რომ თურმე ივანიშვილის მმართველობის პერიოდში საქართველოს უფრო მეტი მოქალაქე შემოვიდა, ვიდრე გავიდა? რუსეთის და სხვა ქვეყნის მოქალაქეები რომ შემოვიდნენ, ამით დააბალანსეთ ჯამი?

ბატონო მამუკა [მდინარაძე], რატომ ცრუობთ, რომ თურმე ივანიშვილის მმართველობის პერიოდში საქართველოს უფრო მეტი მოქალაქე შემოვიდა, ვიდრე გავიდა? საკუთარი სტატისტიკის სამსახურის გვერდზე გიდევთ მონაცემები, სადაც „ექსელის“ ფაილებში დაჯამებულია რომ საქართველო იცლება ქართველებისგან, თქვენ როგორ აჯამებთ? ს და სხვა ქვეყნის მოქალაქეები რომ შემოვიდნენ, ამით დააბალანსეთ ჯამი? – ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ საგარეო მდივანმა სერო ჩიხლაძემ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს, ს.
როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ რამდენიმე თვეში ქართველი ხალხი „ქართულ ოცნებას“ „საკადრის პასუხს გასცემს და პოლიტიკურ ვერდიქტს გამოუტანს“.
„ბატონო მამუკა, რატომ არ პასუხობთ მთავარ კითხვას? რატომ გარბის ასობით ათასი ქართველი საქართველოდან? რატომ გავიდა 800 000 მოქალაქე საქართველოდან 2013 წლიდან დღემდე? ბატონო მამუკა, რატომ ცრუობთ? რატომ ცრუობთ, რომ თურმე ივანიშვილის მმართველობის პერიოდში საქართველოს უფრო მეტი მოქალაქე შემოვიდა, ვიდრე გავიდა? იგივე ტყუილი გაიმეორა თქვენმა პრემიერმაც რამდენიმე კვირის წინ, პარლამენტში გამოსვლისას. არადა, საკუთარი სტატისტიკის სამსახურის გვერდზე გიდევთ მონაცემები, ოფიციალურად, სადაც „ექსელის“ ფაილებში დაჯამებულია რომ საქართველო იცლება ქართველებისგან, მოქალაქეებისგან. თქვენ როგორ აჯამებთ? რუსეთის და სხვა ქვეყნის მოქალაქეები რომ შემოვიდნენ, ამით დააბალანსეთ ჯამი? ქართველებზე, საქართველოს მოქალაქეებზე გეკითხებით, ბატონო მამუკა და ბატონო ირაკლი. არ გრცხვენიათ? ნუთუ მართლა ვერ ხედავთ ქვეყნიდან გაქცეულ ქართველებს, გახლეჩილ ოჯახებს, დედებს და მამებს, რომლებიც წლები ვერ ნახულობენ თავიანთ შვილებს? ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ის დემოგრაფიული კატასტროფა, რაც ქვეყანაში გვაქვს, როდესაც სიკვდილიანობა ბევრად ჭარბობს დაბადების მაჩვენებელს, განპირობებულია ზუსტად იმით, რომ ახალგაზრდა, ჯანმრთელი მოსახლეობისგან იცლება ქვეყანა? რომ სიღარიბე, უმუშევრობა, გაზრდილი ფასები, უპერსპექტივობა აიძულებს ჩვენ თანამოქალაქეებს დატოვონ ეს მშვენიერი ქვეყანა და სხვა ქვეყნებში ეძებონ ლუკმაპური. თქვენი და თქვენი თანაპარტიელები ღლიცინებთ და დასცინით ადამიანებს ვისაც შიათ, დასცინით ადამიანებს, რომლებსაც გაზრდილი ფასები აწუხებთ, დასცინით ადამიანებს ვისაც შვილის გამოკვების პრობლემა უდგათ. ეს არის ადამიანობა? ეს არის კაცობა? ბატონო მამუკა, არ დადიხართ სოფელში, რაიონში? როგორც ვიცი, თქვენი და ჩემი წინაპრები ერთი სოფლიდან ყოფილან. ნუთუ დადიხართ სოფელში და ვერ ნახეთ გამოკეტილი სახლები? მინაჩამტვრეული, ჭიშკარჩამონგრეული მიტოვებულ სახლები და ეზოები? არ გაგიგიათ ოჯახებზე, დედებზე, მამებზე რომლებიც საქართველოს ტოვებენ? ტოვებენ იმიტომ, რომ ვერ აუდიან ამ გაძვირებულ ცხოვრებას, ვერ უმკლავდებიან გაორმაგებულ და გაოთხმაგებულ ფასებს, ტოვებენ იმიტომ, რომ სამსახურებს ვერ შოულობენ, შვილებისთვის ან მშობლებისთვის საკვებს ვერ ყიდულობენ. როგორ შეიძლება ეს არ იცოდეთ თქვენ ან თქვენმა პრემიერმა? როგორ შეიძლება ქართველის კაცის გასაჭირი თქვენთვის სულერთი იყოს? როგორ შეიძლება არ გაწუხებდეთ, ის რომ თუ ასე გაგრძელდა რამდენიმე ათეულ წელიწადში ჩვენ, როგორც ერს, დაგვიდგება ყოფნა-არყოფნის საკითხი? დარწმუნებული ვარ, სულ რაღაც რამდენიმე თვეში ქართველი ხალხი საკადრის პასუხს გაგცემთ და გამოგიტანთ პოლიტიკურ ვერდიქტს. დარწმუნებული ვარ, რომ ვეღარ დასცინებთ საქართველოს მოქალაქეებს და აღარ იღლიცინებთ გაზრდილ ფასებზე და მოშიმშილე ოჯახებზე“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ მიგრაცია-ემიგრაციის დადებითი სალდო აქვს“.
„საქართველოში უფრო მეტი ადამიანი შემოვიდა 2012 წლის შემდეგ, ვიდრე გავიდა. 2012 წლამდე 250 000 ადამიანით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა. ანუ, უარყოფითი სალდო გვქონდა. ეს არის მარტივი მონაცემი. საბოლოოდ, ეს ყველაფერი ციფრებამდე მიდის. ვიღაც გადის, ვიღაც შემოდის. დიახ, ვიღაც გაჭირვების გამო გადის. მე ვიცი ბევრი ადამიანი, რომელმაც ვერ იკმარა შემოსავალი და ამის გამო გავიდა. ეს არის ძალიან სამწუხარო, მაგრამ ბუნებრივი პროცესია“, – განაცხადა მდინარაძემ.