სერგო ჩიხლაძე – კობახიძე არ არის ის ფიგურა, რომელიც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის ან ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს დააჩქარებს – იგი მხოლოდ ოლიგარქის ინტერესებზე საუბრობს

ბატონი კობახიძე არ არის ის ფიგურა, რომელიც ინვესტიციებს მოიზიდავს ქვეყანაში, დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის ან ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს დააჩქარებს, – ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ საერთაშორისო მდივანი, სერგო ჩიხლაძე სამთავრობო ცვლილებებს.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ „გამარჯვების კოალიცია“ ხელისუფლების მიერ ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებს აუცილებლად გამოიყენებს და საქართველოს ინვესტორებისთვის მიმზიდველ ადგილად აქცევს.
„იმ გარემოებით, რომ ოლიგარქისგან ერთი სკამის მოშორებით გადაჯდება და ერთი სკამით ახლოს დაჯდება არაფერი იცვლება.
ბატონი კობახიძე არ არის ის ფიგურა, რომელიც ინვესტიციებს მოიზიდავს ქვეყანაში, დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის ან ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს დააჩქარებს. ირაკლი კობახიძე ყოველთვის ბევრს საუბრობდა ოლიგარქის ფულზე, ოლიგარქის ინტერესებსა და საზღვარგარეთის ბანკებში მოთავსებულ მის ფულზე, მაგრამ სიტყვაც კი არ უთქვამს ] საქართველოში მოსახლეობის სიღარიბიდან ამოყვანაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, ღირსეული სამუშაო და ცხოვრების პირობების შექმნაზე, ბავშვთა შიმშილობაზე, ასობით ათასი ადამიანის ქვეყნიდან გადინებაზე. მისი ინტერესის სფერო უკვე ცნობილია. ეს არის მდიდარი ოლიგარქის მსახურება და არა სახელმწიფოს ან ხალხის ინტერესების დაცვა.
ირაკლი ღარიბაშვილს, ირაკლი კობახიძის და ზოგადად “ქართულ ოცნების” ინტერესი რომ იყოს საქართველოს მოქალაქე და მისი კეთილდღეობა, მარტო ბოლო 2 წელიწადში რეალური შანსი იყო, რომ შექმნილიყო ათობით ათასი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი. ასევე იყო შანსი, რომ შემოსულიყო დამატებით მილიარდობით დოლარის ინვესტიცია, რომელიც მიაღწევდა საქართველოს თითოეულ მოქალაქემდე და ასობით ათასი საქართველოს მკვიდრი არ დატოვებდა სამშობლოს ლუკმა-პურის ძიებაში.
ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ამ ხელიდან გაშვებულ შანსებს და შესაძლებლობებს დღის წესრიგში აუცილებლად დავაბრუნებთ და გამოვიყენებთ. ინვესტიციების ქვეყანაში შემოტანა, ინვესტორებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნა, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და მეგა ინფრასტრუქტურული პროექტები იქნება ის, რაზეც “გამარჯვების კოალიცია” არჩევნებში გამარჯვების შემდეგ იზრუნებს“,- განაცხადა ჩიხლაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა