სერგო ჩიხლაძე – გამორჩეულ პრორუს პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა ჩვენი ერთ დროს კარგი ფეხბურთელი, კახა კალაძე – კობახიძეც კი არ აკეთებს ისეთ განცხადებებს, როგორსაც კალაძე

კახა კალაძე გამორჩეული პრორუსია თავის კორუფციულ სკანდალებთან ერთად, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ევროკომისიის რეკომენდაციები ხელისუფლების შეცვლისა და პროდასავლური კოალიციური მთავრობის მოსვლის შემდეგ შესრულდება.
„პირდაპირ ვიტყვი, რომ ცხრავე დათქმა შესრულდება 2024 წლის არჩევნების შემდეგ. არჩევნებამდე არ მაქვს იმედი, რომ „ქართულ ოცნებას“ რამე მიმართულებით წინსვლა ექნება იმიტომ, რომ ჩვენ რასაც ვხედავთ, თითოეულ პუნქტზე უკვე უარს ამბობს „ქართული ოცნება“. ჩვენ მოვისმინეთ კალაძის და სხვების განცხადებები, რომ კი არა, ოპოზიციაა საქართველოს მტერი და საერთოდ არ ვითანამშრომლებთო. სამწუხაროდ, გამორჩეულ პრორუს პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა ჩვენი ერთ დროს კარგი ფეხბურთელი, კახა კალაძე. გამორჩეული პრორუსია თავის კორუფციულ სკანდალებთან ერთად, მაგრამ კორუფციას ვინღა დაეძებს, როცა პრორუს პოლიტიკოსად ჩამოყალიბდები. კობახიძეც კი არ აკეთებს ასეთ განცხადებებს, როგორსაც კალაძე. უკვე აცხადებენ, არ ვითანამშრომლებთ, არ ჩავრთავთ არავის პროცესშიო“, – განაცხადა ჩიხლაძემ.
გარდა ამისა, მან „იმედის“ დაკვეთით „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს კვლევა რეალობას არის აცდენილი.
„რაც შეეხება “გორბის“ კვლევებს, მართლაც „ქართული ოცნების“ ზღაპრებია ეს იმიტომ, რომ ჩვენ „ქართული ოცნების“ არაერთი კვლევა გვინახავს. ეს აბსოლუტურად აცდენილია რეალობას. დაეწერათ 75%, მათგან რა მიდის? ყველა სხვა კვლევა „ედისონ რისერჩის“ თუ IRI-ს აჩვენებს, რომ ჯამურად, ოპოზიცია მეტ ხმას აგროვებს. ახლა მთავარია, როგორ მოხდება ამის გადათარგმნა რეზულტატებში“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ავალიანის დედის მიმართვა: ახლა გადმომეცა საქმის მასალები – ვნახე, რომ 26 სექტემბერს ჩამოტვირთა ალექსანდრე გაბაშვილმა გიგა ავალიანის სურათები Facebook-დან… ეს ის დღეა, როცა ნია იმნაძე არ იყო გაკვეთილზე (ვიდეო)

ქეთი მოლაშვილი: წყნეთის პოლიციის უფროსი, დაკავებულია ქრთამის აღების ბრალდებით, მიუხედავად იმისა, რომ ვერც ფაქტი დაუდეს, ვერც მტკიცებულება, ვერც ვიდეოჩანაწერი, უბრალოდ აი ასე, სიტყვაზე დაიჭირეს და ციხეში ჰყავთ, სწორედ გავიგე ხალხო?! ეს იმას ნიშნავს, რომ…

ლალი მოროშკინა: ყველა ნაპრალიდან გამოსულმა გიენამ ცხადად დაგვანახა ის სურათი, თუ რა დღეში ვიქნებოდით, რომ არა ბიძინა ივანიშვილი. ჯანმრთელობა და ულევი სიხარული თქვენ და თქვენს არაჩვეულებრივ ოჯახს!