სერგო ჩიხლაძე – ბელარუსი გავხდით, პოლიტიკოსებს, ახალგაზრდებს, არასრულწლოვანებს სცემენ, სრული ტერორი აქვთ, რა შეიძლება კიდევ მოხდეს? – ქუჩაში რომ გავალთ და ცეცხლს გაგვიხსნიან

კანონი არ არის მიღებული და უკვე რაღაც კრიმინალური სახელმწიფო შექმნეს. ბელარუსი კი არ გავხდებით, უკვე გავხდით , – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
სერგო ჩიხლაძის განცხადებით, მარტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საკითხი კი არ დგას, არამედ ხელისუფლება გავიდა კანონის და კონსტიტუციის ფარგლებს გარეთ.
„კანონი ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ უკვე ტერორისტული რეჟიმის დამყარებას ვხედავთ. კანონი რომ სულ გვერდზე გავწიოთ, „ქართულმა ოცნებამ“ სულ სხვა რეალობა შექმნა. კანონი არ არის მიღებული და უკვე რაღაც კრიმინალური სახელმწიფო შექმნეს. ბელორუსი კი არ გავხდებით, გავხდით უკვე. პოლიტიკოსებს სცემენ, ახალგაზრდებს და არასრულწლოვანებს სცემენ, სრული ტერორი აქვთ ყველაზე დამყარებული, ჩასაფრებებია, რა შეიძლება კიდევ მოხდეს? ერთადერთი ამას თუ დაემატება ის, რომ ქუჩაში გავალთ და ცეცხლს გაგვიხსნიან. მარტო კანონის თემა აქ აღარ არის, ხელისუფლება გავიდა კანონის ფარგლებს გარეთ. ხელისუფლება გასულია კონსტიტუტიიც ჩარჩოდან.
სამწუხარო რეალობაში შევედით და აქ გვჭირდება ერთობა, პრინციპულობა, ერთად დგომა ყველას. ან გვაქვს სახელმწიფო, ან ვკარგავთ რუსულ ჭაობში. უფრო დიდი და ფორმალიზებული ერთობის, უფრო სტრუქტურირებული ერთობის მომხრე ვარ. მაგრამ ამის მიღმა ჩვენ ერთად უნდა ვიბრძოლოთ და შემდეგ ეს ბრძოლა გარკვეულ განვითარებას ჰპოვებს“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
რაც შეეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „იყო ს მიმართ თხოვნა ჯეიმს ო’ბრაიანთან შეხვედრასთან დაკავშირებით, რაზეც ივანიშვილმა უარით უპასუხა“, სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი დასავლეთთან ყველანაირ კავშირს წყვეტს და ეს უარიც ამის გამოხატულებაა.
ადასტურებს, რომ უმაღლესი თანამდებობის პირი, ბლინკენის მოადგილე ჩამოდის და მასაც არ ხვდება ბიძინა ივანიშვილი. მან თქვა, რომ ის ჭრის ყველა კავშირს დასავლეთთან და ეს პრაქტიკაში ხორციელდება. ის აღარ ხვდება ევროპელებს. ის კი არა, მისი ქვეშევრდომებიც აღარ ხვდებიან: პაპუაშვილი, კობახიძე და სხვები“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ