სერგო ჩიხლაძე – არ გამიკვირდება, რომ ირაკლი კობახიძის „შემდეგი გაჩერება“ ვენესუელაში, მადუროსთან ჩასვლა და მისი გამხნევება იქნება – „ქართულმა ოცნებამ“ ბოროტების ღერძი აირჩია

„ქართულმა ოცნებამ“ ბოროტების ღერძი აირჩია , – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა სერგო ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
როგორც ჩიხლაძემ აღნიშნა, რეგიონებში ხალხის განწყობაა, რომ ქვეყანა ოპოზიციამ ერთად უნდა გადაარჩინოს.
„ჩვენ ეს დღეებია, ვუყურებთ ადამიანებს, ვისაც საქართველოს ბედი აბარია და ტერორისტების გვერდით სხედან. ეს რა ვნახეთ, მართლაც დაუჯერებელია. „ჰამასის“, „ჰეზბოლას“, ირანის, ავტორიტარული და ტერორისტული რეჟიმების დაჯგუფებების გვერდით და დღეს, ერთ დღეში დავკარგეთ 95 მილიონი. ასე იქნება ყოველ დღე. „ქართულმა ოცნებამ,“ ბიძინა ივანიშვილმა, ირაკლი მ პოლიტიკური არჩევანი გააკეთეს, თუ სად დგანან ისინი. ისინი დგანან ტერორიზმის, ავტორიტარიზმის მხარეს, ჰამასის, ჰესბოლას, ირანის მხარეს. მე არ გამიკვირდება, რომ ირაკლი კობახიძის „შემდეგი გაჩერება“ ვენესუელაში, ნიკოლას მადუროსთან ჩასვლა და მისი გამხნევება იქნება. ეს ბოროტების ღერძი აირჩია „ქართულმა ოცნებამ“.
სამი-ოთხი დღეა, დავდივართ რეგიონებში. ხალხის განწყობა არის შემდეგნაირი, რომ ქვეყანა ერთად უნდა გადავარჩინოთ. ჩვენი მიზანია, ამ ქვეყნის გამოხსნა ივანიშვილისა და ოლიგარქიის კბილებიდან. მთავარი, ახლა ჩვენი საზრუნავი რაც არის, ეს არის ჩვენი გეგმა – 26 ოქტომბერს ვიმარჯვებთ ერთიანობით, სწრაფად ვახორციელებთ რეფორმებს, ქვეყანას ვაბრუნებთ ევროპულ გზაზე, შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან აღვადგენთ კავშირს, შემოგვაქვს ძალიან ბევრი ამერიკული და ევროპული ინვესტიცია, -სთან ვიზალიბერალიზაციაზე და თავისუფალ ვაჭრობაზე იწყება საუბარი – ეს არის ჩვენი ერთიანობის გეგმები, სხვა არაფერი გვაინტერესებს, ვინც რა უნდა ილაპარაკოს ჩვენზე,“ – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ