სერგეი შოუგუ: რუსეთი დასავლეთის მიერ აგრესიის შემთხვევაში ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას იტოვებს

რუსეთი დასავლეთის მიერ აგრესიის შემთხვევაში ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას იტოვებს, – ამის შესახებ ს უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.
„რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნები არამეგობრულ ქმედებებს განახორციელებენ, რომლებიც საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენი ქვეყანა ასეთი ქმედებების აღსაკვეთად და მათი განმეორების თავიდან ასაცილებლად სიმეტრიული და ასიმეტრიული ზომების მიღებას ლეგიტიმურად მიიჩნევს“, – განაცხადა სერგეი შოიგუმ.
მისი თქმით, რუსეთი „ევროპის ქვეყნების სამხედრო მომზადებას ყურადღებით აკვირდება“.
„2024 წლის ნოემბერში „ბირთვული შეკავების სფეროში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლებში“ ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც რუსეთი იტოვებს უფლებას გამოიყენოს ბირთვული იარაღი მისი ან ბელარუსის რესპუბლიკის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, მათ შორის ჩვეულებრივი ტიპის იარაღის გამოყენებითაც კი“, – აღნიშნა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – მესაკუთრის გარდა არავინაა უფლებამოსილი, განკარგოს მისი ქონება – საკრებულოს დადგენილება კი, რაც არგუმენტად მოჰყავდათ, იმ შემთხვევებს ეხება, როცა ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია და შეგვიძლია 100%-იანი თანხმობის გარეშე პროცესის დაწყება

გიორგი ახობაძე – კი ამბობენ, რომ სისტემატურად მოვიხმარდი ნარკოტიკს, მაგრამ რასაც სისტემატურად მოვიხმარდი, არის „შტანგა“ – ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში იყო ეს პრობლემა და ამაყი რომ ვარ, დავამარცხე, ამ წუთას ამ მიმართულებით ჯანმრთელი ვარ