რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ ჩინეთში ჩავიდა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის უშიშროების საბჭოს პრესსამსახურის განცხადებით, სერგეი შოიგუ ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვანგ იის შეხვედრაზე საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს განიხილავს.
„რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ჩავიდა, სადაც ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ვანგ იისთან მოლაპარაკებებს გამართავს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ბოლოს სერგეი შოიგუ ვანგ იის დეკემბერში, მოსკოვში შეხვდა.




