სერგეი შოიგუ – შეერთებულმა შტატებმა ში კონფლიქტი ჯერ შექმნა და ახლა განზრახ ახანგრძლივებს

უკრაინაში კონფლიქტი ვაშინგტონმა შექმნა და დღეს მიზანმიმართულად ახანგრძლივებს მას – ეს ნათლად აჩვენებს დასავლეთის სურვილს შეინარჩუნოს გლობალური დომინირება ნებისმიერი საშუალებით და დააწესოს თავისი დიქტატურა დამოუკიდებელ ქვეყნებზე, – ამის შესახებ ს თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.
„შეერთებულმა შტატებმა ჯერ შექმნა და ახლა განზრახ ახანგრძლივებს კონფლიქტს ში”, – აღნიშნა შოიგუმ.
მისი თქმით, მსოფლიოში გეოპოლიტიკური წინააღმდეგობები იზრდება, ნადგურდება სტრატეგიული სტაბილურობის ფუნდამენტური საფუძვლები და მცირდება საერთაშორისო ინსტიტუტების როლი.
„ეს ძირითადად განპირობებულია შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების სურვილით, შეინარჩუნონ გლობალური დომინირება ნებისმიერი საშუალებით და დააკისრონ თავიანთი დიქტატურა დამოუკიდებელ ქვეყნებზე. საკუთარი მიზნების მისაღწევად ვაშინგტონი უპრეცედენტო ზეწოლას ახორციელებს, მათ შორის პარტნიორებზე, აკისრებს რა მათ მორჩილი შემსრულებლების როლს“, – აღნიშნა შოიგუმ.
მისი მტკიცებით, შეიძლება -ის მიერ სუვერენული სახელმწიფოების საქმეებში ჩარევის მრავალი მაგალითის მოტანა, მათ შორის იმ რეჟიმების შეცვლით, რომლებიც არ მოსწონთ.
”ეს არის ერაყი, ავღანეთი, ლიბია, სირია”, – აღნიშნა შოიგუმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ჩემი ამოცანაა, ცოტა დრო, სანამ გარეთ ვართ, რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ – ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მოვიგებთ, როგორც თბილისი ვერ გახდება აშხაბადი, ისე ეს ქვეყანა ვერ გარუსდება – ერთობის გარეშე არაფერი გამოვა

ლევან ცუცქირიძე – საქართველოში უნდა მოვიდეს დრო, როცა მეგობრებსა და კოლეგებს ციხის კარებთან კი არ შევხვდებით, არამედ დემოკრატიულ არჩევნებზე – მათ, ვინც პოლიტიკოსები გამოამწყვდია ციხეში, პასუხი უნდა აგონ

იულია სვირიდენკო – უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ, გადამწყვეტი ნაბიჯია – ეკონომიკური სტაბილურობა უსაფრთხოების წინაპირობაა, როგორც უკრაინისთვის, ასევე, ევროპისთვის