სერგეი შოიგუ გამოუცხადებელი ვიზიტის ჩავიდა ირანში

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ სამშაბათს ირანის დედაქალაქში ჩავიდა. ირანის პრეზიდენტი სტუმრისადმი მიმართვაში დაჰპირდა მას რუსეთთან უფრო ღრმა კავშირების განვითარებას დასავლური სანქციებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, იუწყება Reuters-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით.
„ჩემი მთავრობა სერიოზულად მიაქცევს ყურადღებას მიმდინარე თანამშრომლობას და ზომებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დონის ასამაღლებლად“, – მოჰყავს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანის მიერ ს უშიშროების საბჭოს მდივნისათვის ნათქვამი სიტყვები.
შოიგუ ირანის დედაქალაქში ჩავიდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან ფხენიანში შეხვედრის შემდეგ რამდენიმე დღეში. რუსეთი სთან კონფლიქტის ორ წელიწად-ნახევარზე მეტის შემდეგ ცდილობს განავითაროს კავშირები ორ ქვეყანასთან, რომლებიც მტრულად არიან განწყობილნი შეერთებული შტატების მიმართ, აღნიშნავს Reuters-ი. ეს ქვეყნები რუსეთს აწვდიან ბალისტიკურ რაკეტებს უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად.
ირანი უარყოფს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გაგზავნას. მოსკოვში კი აცხადებენ, რომ ირანი რუსეთის პარტნიორია ყველა შესაძლო სფეროში.
შოიგუს უცხოური ვიზიტები ომის კრიტიკულ მომენტში ხდება, როდესაც ზეწოლას ახდენს შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებზე, რათა დაუშვან შორ მანძილზე მოქმედი დასავლური იარაღის გამოყენება რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სამიზნეების წინააღმდეგ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ თუ დასავლეთის ქვეყნები უკრაინას შორი დისტანციის იარაღის გამოყენების უფლებას მისცემენ, ეს იქნება პირდაპირი დაპირისპირება ნატოსა და რუსეთს შორის და მოსკოვი ამას პასუხს გასცემს.
ირანული საინფორმაციო სააგენტო Nour-ი, რომელიც ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლეს საბჭოსთან არის დაკავშირებული, იტყობინება, რომ შოიგუ შეხვდა თავის ირანელ კოლეგას ალი აჰმადიანს. ამ შეხვედრის დეტალები ჯერ არ გავრცელებულა.
რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ ახლოსაა ირანთან მსხვილი შეთანხმების ხელმოწერასთან, რომელიც ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებას ითვალისწინებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ