რუსეთში 57 წლის ასაკში, უმსხვილესი სამშენებლო კომპანია სამოლიოტის დამფუძნებელი, ბიზნესმენი მიხაილ კენინი გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი უცნობია.
კენინი კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი და აქციის 29.1%-ის (ყველაზე მსხვილი აქციონერი) მფლობელი იყო.
2012 წელს დაფუძნებული კომპანია აგვისტოს დასაწყისში რუსეთში მშენებარე საცხოვრებელი ფართის მოცულობით პირველ ადგილს იკავებდა. სტატისტიკის მიხედვით, სამოლიოტი რუსეთში მიმდინარე ყველა მშენებლობის 4% აკონტროლებს.
რუსული ოპოზიციური მედიის ინფორმაციით, სამშენებლო კომპანია სამოლიოტის უკან სერგეი შოიგუს კლანი იდგა.
2024 წელს, გამოცემა Forbes-ის წერდა, კენინი საკუთარი წილის გაყიდვას ცდილობდა. ინფორმაცია სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა უარყვეს.