„სერგეი შამბა აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრად ინიშნება“ – მედია

ოკუპირებული ს დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, შესაძლოა, სერგეი შამბა გახდეს. ინფორმაციას “რესპუბლიკა” ავრცელებს. ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა. სერგეი შამბა ამ დრომდე აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანია.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს რამდენიმე წელი იკავებდა. მან თანამდებობა დატოვა და საცხოვრებლად მოსკოვში დაბრუნდა.
შეგახსენებთ, გასული წლის ნოემბერში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარე და უმაღლესი საბჭოს ამჟამინდელ წევრ ვახტანგ ყოლბაიასა და სერგეი შამბას შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა. როგორც მაშინ ვახტანგ ყოლბაიამ BMG-სთან განაცხადა, სერგეი შამბამ დაადასტურა, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის დიალოგი საჭიროა. მისი თქმით, დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენელი პრაგმატულად აზროვნებს.