სერგეი შამბა ადასტურებს, რომ რუსეთმა აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა

ოკუპირებული ს ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა ადასტურებს, რომ რუსეთმა პირველი სექტემბრიდან აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა. შამბას თქმით, მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ „აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობას შესაძლოა გამოეწვია გარკვეული სანქციები“.
მან კომენტარი გააკეთა ე.წ. პარლამენტის ზოგიერთი “დეპუტატისა” და ოპოზიციონერისთვის ს მოქალაქეობის ჩამორთმევის შესაძლებლობაზე და აღნიშნა, რომ “დღეს მსოფლიოში მოქალაქეობის ჩამორთმევა სრულიად მოქმედი სანქციაა”.
შამბამ მაგალითად ცხინვალის “პარლამენტის დეპუტატებისთვის” მოქალაქეობის ჩამორთმევა მოიყვანა:
შეგახსენებთ, კრემლი მოითხოვს, აფხაზეთმა მიიღოს ე.წ. “აპარტამენტების კანონი”, რომლითაც რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთში საკუთრება და ტერიტორიები დაუკანონდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთმევათ “კანონპროექტის” მოწინააღმდეგე “დეპუტატებს” და რეგიონი ფინანსური დახმარების გარეშე დარჩება.

ასევე დაგაინტერესებთ