რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ მოსკოვისკენ მიმავალი 30 დრონი ჩამოაგდო, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
სობიანინის განცხადებით, დრონების ნამსხვრევების ადგილებზე საგანგებო სიტუაციების სამსახურები მუშაობენ.
რუსული ტელეგრამ არხების ცნობით, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა აფეთქებების ხმები მოსკოვის ოლქის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის რუსეთის დედაქალაქშიც, გაიგონეს.




