სერგეი რიაბკოვი – რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მორიგი შეხვედრა, შესაძლოა, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გაიმართოს

რუსეთისა და -ის დელეგაციებს შორის მორიგი შეხვედრა, შესაძლოა, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გაიმართოს, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
„პრინციპული შეთანხმება არსებობს, რომ ე.წ გამაღიზიანებლების მთელი ბლოკის სისტემატური და დეტალური აღმოფხვრისთვის შესაბამისი ყოვლისმომცველი კონსულტაციები გაიმართოს. ამერიკული მხრიდან ინფორმაცია უნდა მივიღოთ, თუ ვინ იქნება ამ დონეზე ჩვენი თანამოსაუბრე. ამერიკელებს ჩვენი მზადყოფნა დავუდასტურეთ. ასევე, მოადგილეებს შორის შეხვედრის წინ შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელებს შორის კონტაქტი უნდა შედგეს. მათი შეხვედრა, შესაძლოა, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გაიმართოს“, – განაცხადა სერგეი რიაბკოვმა.
რიაბკოვის თქმით, ორი ქვეყნის შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელების დონეზე შეხვედრა მესამე ქვეყანაში გაიმართება და კონკრეტული ადგილის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – თამაზ მთივლიშვილის გარდაცვალების მიზეზი თავის ტვინში სისხლჩაქცევები და შეშუპებაა, ორივე საფეთქელი დაზიანებული აქვს – ამოღებულია 38 ნივთმტკიცება, მათ შორის ბლაგვი საგანი, რომელიც მის წინააღმდეგ გამოიყენეს

სალომე ზურაბიშვილი – უსამართლობა საქართველოში: მშვიდობიან დემონსტრანტებს 300 000 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმების დაეკისრათ მაშინ, როდესაც ივანიშვილმა თავისი ნახატების კოლექცია ჩამოიტანა საბაჟო გადასახადების გარეშე