სერგეი რიაბკოვი – ირანი თავდაცვის ფარგლებში მოქმედებს, რაც აბსოლუტურად ლეგიტიმურია

რუსეთსა და ირანს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ურყევია, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
კითხვაზე, სთხოვა თუ არა ირანმა რუსეთს სამხედრო დახმარების გაწევა, რიაბკოვმა უპასუხა, რომ ორ ქვეყანას შორის „კონტაქტების შინაარსის გასაჯაროება ს მხრიდან უპასუხისმგებლობა იქნებოდა“.
„ჩვენ ირანთან ბევრ სფეროში ვთანამშრომლობთ. მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ირანთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ურყევია. ამჟამინდელ ვითარებაში ირანი თავდაცვის ფარგლებში მოქმედებს და ეს აბსოლუტურად ლეგიტიმურია“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
ცნობისთვის, დღეს მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტი, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის შეხვდა.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს მოსკოვში წერილი გაატანა, რომლითაც ვლადიმერ პუტინს დახმარება სთხოვა.