მოსკოვი იმედოვნებს, რომ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის მომავალი სამიტი ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას, მათ შორის ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენას, ბიძგს მისცემს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
„ვიმედოვნებთ, რომ მომავალი შეხვედრა ბიძგს მისცემს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას, რაც საშუალებას მოგვცემს, წინ წავიწიოთ ასეთი საკითხების გადაჭრის კუთხით (საჰაერო მოძრაობის აღდგენა). თუმცა ცხადია, რომ ლიდერები სრულიად სხვა თემებზე გაამახვილებენ ყურადღებას“, – აღნიშნა რიაბკოვმა.
ამავდროულად, რიაბკოვმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ხელისუფლების მიერ ჩამორთმეული რუსული დიპლომატიური ქონების დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით პროგრესი არ არის.
შეგახსენებთ, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა 15 აგვისტოს არის დაგეგმილი.
